მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონა ვირუსით პედაგოგი გარდაიცვალა

კოვიდ-ინფექციით კახეთში ამჯერად პედაგოგი გარდაიცვლა. ის ერთ- ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.

პაციენტი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების განმარტებით, მას ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 117 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

სულ რეგიონში, კორონა ვირუსის 11 844 ლაბორატორიულად დაუდასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ამ ეტაპზე, მკურნალობას გადის 200 მოქალაქე. აქედან 169 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 31 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.

ჯამში, ვირუსი 11 527- მა პაციენტმა უკვე დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button