სპორტი

ტოჩინოშინის პირველი მოგება მარტის ბაშოზე

მარტის ბაშოს მესამე დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა კოტონოვაკა იყო, რომელსაც პირველი ორი დღის მერე თითო წაგება – მოგება დაუგროვდა.

ტოჩინოშინიმ, ორთაბრძოლა თავიდანვე საკუთარი ინიციატივით წაიყვანა და თავიც კარგად დაიცვა. მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა და მისი დოჰიოდან გაყვანა ოშიდიშით მოახერხა კიდეც.

ამ დრომდე ტოჩი და კოტონოვაკა ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. პირველად, შარშან მარტის ბაშოზე გორგაძემ წააგო ორთაბრძოლა. მეორედ, იმავე წლის ივლისში, კოტონოვაკა ტურნირიდან ჩაეხსნა და მოგება ქართველს დარჩა.
ამჟამად, გორგოძეს 2 წაგება და 1 გამარჯვება დაუგროვდა.

ხვალ, 17 მარტს მისი მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

კაგაიაკის მიმდინარე ტურნირზე 2 მოგება და 1 მარცხი აქვს აქტივში. რაც შეეხება ტოჩის და მის გადაკვეთებს,

სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, სადაც 5 ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button