მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სასულიერო პირებს სთხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს მიმართავს და ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთოხვს. გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობას ექიმების ნაკლებად სჯერა.

“გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ”, – მიმართავს გამყრელიძე სასულიერო პირებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button