მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თბილისის რამდენიმე გამზირზე ზონალური პარკირება ამოქმედდება
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/PARKIREBA.jpg)
1 მაისიდან ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდება თბილისში ვაჟა-ფშაველასა და ალ.ყაზბეგის გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე.ამის შესახებ კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება.
10 სექტემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს.