მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში დარჩენის დრო აღარ აქვს-ჯეიმს აპატურაი

ირაკლი ღარიბაშვილის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჯეიმს აპატურაი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ,წერს, რომ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში დარჩენის დრო აღარ აქვს.მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, მხარეებმა კი საერთო გზა უნდა გამონახონ

“ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების მყარი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს აღარ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები კი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საერთო გზაზე, პოლიტიკური პროცესის წინ წასაყვანად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მედიაციის მცდელობას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება”, – წერს აპატურაი Facebook-ზე.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოზიციების დაახლოების მიმართულებით, შეხვედრა რთულ და მძიმე ვითარებაში წარიმართა.

საპირისპიროს აცხადებს სახელისუფლებო მხარე. თალაკვაძე და კობახიძე შეხვედრას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.
მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შემდგომი შეხვედრა დღეს გაიმართება.
ასევე დასრულდა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის სხდომას უხელმძღვანელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button