მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი მოულოდნელად ცუდად გახდა

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ერთ-ერთმა ექთანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა და მოულოდნელად ცუდად გახდა.

როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ექთნის ახლობლები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალის ახლობლები აცხადებენ, რომ სამი საათია უშედეგოდ ცდილობენ მდგომაროების გაგებას, თუმცა მათთან ექიმები არ გამოდიან. კლინილაში შესვლის უფლებას კი სამართალდამცავები არ აძლევენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button