ევროკავშირის ქვეყნები დღეიდან “ასტრაზენეკას” გამოყენებას განაახლებენ

ერვოკავშირის ქვეყნები დღეიდან განაახლებენ მოსახლეობის “ასტრაზენკას” ვაქცინით აცრას. აღნიშნული გადაწყვეტილბა მას შემდეგ მიიღეს,რაც 18 მარტს, ევროკავშირის რეგულატორმა, „ევროპის წამლის სააგენტომ“ კვლევების შედეგად განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
18 მარტს საქართველოშიც განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინირებულ ექთანს წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას შემდეგ, რაც ევროპულმა სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება
ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი ამჟამად თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რენიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩOVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.
NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.