მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ქართული ცონება” ოპოზიციის მანდატების საკითხის ხელახლა განხილვას გეგმავს

მმართველი პარტია მანდატების საკითხს კვლავ განიხილავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„უკვე არის ორი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, შესაბამისად, ამ კუთხით ვითარება არის შეცვლილი, მას შემდეგ, რაც თავის დროზე მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება. თუმცა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენ მსჯელობა და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ ცალკე გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავთ, ბუნებრივია, არც ერთ და არც მეორე ვერსიას. მე პირადად ვემხრობი იმას, რომ შევუნარჩუნოთ მანდატები ყველა დეპუტატს, რომელიც ასეთ განაცხადს შემოიტანს, თუმცა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს გუნდი და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი მანდატების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა თებერვლის დასაწყისში 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობამ მანდატები მაინც შეუნარჩუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button