Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალციხელი ექთანი მართვით სუნთქვაზეა

88

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი მართვით სუნთქვაზე რჩება. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის,ლალი ტურძელაძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა დილისთვის შედარებით სტაბილურია

“პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ შემდეგ 24 საათში. გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში“.-აცხადებს ტურძელაძე

შეგახსენებთ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი