მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
შავ ზღვაში ნატო-საქართველოს წვრთნები დასრულდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/nato-saqartvelo.jpg)
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდების ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ჩატარდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის „აილენდის“ კლასის ხომალდები: “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” და ნატოს მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS” (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი)მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ,შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით ნატოს გემები საქართველოს აკვატორიაში რეგულარულად შემოდიან