ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

„ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში. წამში კეთდება!“ არწმუნებს ჩიტი მარაბუ ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ (და შეშინებულ!) ჰიპოპოტამს 1966 წელს გადაღებულ საბჭოთა მულტფილმში(opens in a new tab). მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დროს ვაქცინები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მესიჯები გამამხნევებლად სულაც არ ჟღერს.

პანდემიის განმავლობაში ინტერნეტის ყველაზე შავბნელ კუთხეებში ვაქცინების შესახებ გაჩნდა ისეთი დაუსაბუთებელი მტკიცებები, როგორიცაა „ბილ გეიტსი ვაქცინებს კაცობრიობის დასაჩიპად გამოიყენებს“ და მასობრივი ინფორმაციის პროკრემლისტურმა საშუალებებმა მათ ახალი იმპულსი შესძინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია პერიოდულად(opens in a new tab) ვრცელდება სოციალურ მედიაში, რაც დაბნეულობას იწვევს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

ბევრი ხვდება, რომ ვაქცინებში Microsoft-ის ჩიპების არსებობის მტკიცება უბრალოდ აბსურდულია. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან? როგორ უნდა დაელაპარაკოთ მათ, ვინც ინტერნეტში წააწყდა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით და დაიჯერა ისინი?

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

თუ სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს წააწყდებით, კარგი გამოცდილი მეთოდი იქნება ასეთი პუბლიკაციების შესახებ პლატფორმებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რადგანაც ეს პუბლიკაციები, დიდი ალბათობით, არღვევს(opens in a new tab) ამ პლატფორმების წესებს(opens in a new tab). მსგავსი შინაარსის მასალაზე რეაგირება (თუნდაც უარყოფითი კომენტარის დატოვება) მხოლოდ მის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანი, რომელსაც სჯერა და აზიარებს შეცდომაში შემყვან ცნობებსა და აშკარა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით, თქვენი ახლობელია – მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი? იმის მტკიცება, რომ პაპი თავის მიმდევრებს აცრას სთხოვს გლობალური ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის სამსახურის გაწევის მიზნით, შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამ საკითხით გულწრფელად შეწუხებული ადამიანის დაცინვა, აბუჩად აგდება ან მასზე გაბრაზება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.

მიღებული განათლების მიუხედავად, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შიშები და ეჭვები, რომელთა წყარო შესაძლოა იყოს საფუძვლიანი წუხილი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან(opens in a new tab) დაკავშირებით. სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მათი მოსმენის სურვილი შინაარსობრივი და ეფექტური საუბრის გასაღებია.

აკადემიური კვლევების(opens in a new tab) მიერ დადასტურებულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებზე ან სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების, პირადი გამოცდილებების და მორალური შეხედულებების გათვალისწინებითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო მტკიცებებს მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის გამო არ იჯერებენ.

გამოცემაში Nature Human Behaviour(opens in a new tab) 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მშობლების ორი დიდი ჯგუფის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირები ვაქცინის მიუღებლობასა და მორალურ ღირებულებებს შორის. ვაქცინის მიმართ მაღალი მიუღებლობით გამორჩეულ ადამიანებზე გავლენას ახდენს შეხედულებები, რომ ვაქცინები მათი ბავშვების „წმინდა“ სხეულებს შებღალავს. მათ ასევე სწამთ, რომ მთავრობებმა არ უნდა „გააკონტროლონ“ ინდივიდის ქცევა.

დეზინფორმაციის აქტორებმა საკმაოდ კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ასეთი შეხედულებები ბოროტად. სოციალურ მედიაში გავრცელებული ისეთი დაუსაბუთებული მტკიცებები, როგორიცაა ვაქცინების უნარი, შეცვალოს ადამიანის დნმ(opens in a new tab) ან ის, რომ ისინი დაბინძურებულია(opens in a new tab) შიდსით, მალარიით ან „5G-ის ნაწილაკებით“ ემოციებზე აპელირებს და უგულებელყოფს ფაქტებს. მსგავსი მტკიცებები იყენებს ღრმად გამჯდარ რწმენებს ჩვენი (და ჩვენი ბავშვების) სხეულების ნებისმიერი „არაბუნებრივი“, „ბინძური“ ან „საშიში“ რამისგან დაცვის შესახებ, ხოლო ვაქცინები სწორედ ასეთადაა წარმოდგენილი.

ანალოგიურად, მტკიცებები, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ „დაიჩიპოს“ და გაკონტროლდეს კაცობრიობა მიზნად ისახავს თავისუფლებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის გრძნობებზე თამაშს (ბოლოსდაბოლოს, ვაქცინაციის პროგრამები კოლექტივიზმის(opens in a new tab) ელემენტებს აღძრავს).

პიროვნებისთვის რთული და არასასიამოვნო პროცესი იქნება იმის გაცნობიერება, რომ მისი მორალური შეხედულებები მანიპულაციის შედეგი შეიძლება იყოს. შეეცადეთ, წაახალისოთ კრიტიკული თვითანალიზი ვაქცინებთან დაკავშირებული შიშებისა და შფოთვის შესახებ შეკითხვების დასმით. და მზად იყავით განსჯის გარეშე მოსასმენად.

ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, დიდი ალბათობით, არ სურთ საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის ზიანის განზრახ მიყენება. როგორც ეს ლაკონურად ჩამოაყალიბა ერთმა მშობელმა TED talk-ში(opens in a new tab), როცა საქმე ვაქცინებს ეხება, მშობლების უმეტესობას „განსაკუთრებულად ეშინია არასწორი რამის გაკეთების“.

შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების(opens in a new tab) მსხვერპლია. ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი(opens in a new tab) ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ და არა ახალი ამბების ვებგვერდებზე სწორედ იმიტომ, რომ ისინი ვაქცინების წყალობით აღმოიფხვრა. თუმცა, ეს ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების რისკს (თუნდაც მცირეს) უფრო „რეალურს“ ხდის, ვიდრე თავად დაავადების საფრთხეა.

შეიძლება თქვენი ახლობელი/მეგობარი/მეზობელი ასევე ფიქრობდეს? დაავადებაზე მეტად ვაქცინის ეშინოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადება უფრო შორეული საფრთხე ჰგონია? მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დეზინფორმაციის აქტორები, მათ შორის, პროკრემლისტური მედიასაშუალებები და მათთან დაკავშირებული სატელიტები ავრცელებენ მტკიცებებს, რომლებიც სწორედ ამ გრძნობებს აღვივებს. მაგალითად, აცხადებენ, რომ კორონავირუსის კრიზისი შეიქმნა მედიის მიერ ან დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ მათი ბიზნეს-ინტერესების განსახორციელებლად.

საერთო პოზიციის გამონახვა (იმედია) საზიარო საჭიროების თაობაზე ჯანმრთელობასთან მიმართებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობას აჩენს. მოერიდეთ „უარყოფების სერიას“, რამაც ანტაგონიზმამდე და გაბრაზებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. შეეცადეთ, დაამყაროთ კავშირი ემოციურ და პიროვნულ დონეზე. რატომ არის მნიშვნელოვანი „სწორი რამის“ გაკეთება, როცა საქმე ვაქცინებს ეხება? იმის აღიარება, რომ თქვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაღელვებთ, ძლიერი სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედონ. პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თავდაჯერებულად განწყობილი ვაქცინების მიმართ (და თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტი შეიტყოთ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე(opens in a new tab)) ხშირად მეტად დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ვიდრე აბსტრაქტული მსჯელობა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგანაც კონსპირაციული თეორიის ზერელე გაცნობასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც კონსპირაციული თეორიის დიდად არ სჯერათ.

ამას წინათ ატლანტიკურმა საბჭომ(opens in a new tab) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით აცრის მოწინააღმდეგეთა კლასტერები უფრო მრავალფეროვან ნარატივებს იყენებენ ონლაინ, ვიდრე აცრის მომხრეთა კლასტერები. მარტივად რომ ვთქვათ: აცრის მოწინააღმდეგეთა მტკიცებები იშვიათად ეხება მხოლოდ ვაქცინებს. ისინი მოიცავს უფრო ფართო საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია (ალტერნატიულ) ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობასთან. როგორც ასეთი, ისინი უფრო ფართო ქსელს ქმნიან, ვიდრე ვაქცინების დამცველთა ტრადიციული ისტორიები, რომლებიც სამეცნიერო მონაცემებზე და ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა კონცენტრირებული.

მაგალითად, „ალტერნატიული(opens in a new tab)“ მედიცინის Facebook-გვერდი, რომელიც უკრაინელებზეა მიმართული, მტკიცებების მთელ სერიას აკეთებს და კორონავირუსის ვაქცინებს „საშიშ“ ნანონაწილაკებსა და 5G ტექნოლოგიას უკავშირებს. იგივე გვერდი აიურვედული მედიცინის საოცრებებს და კიბოთი დაავადებულთათვის ყავის უპირატესობებს უწევს პროპაგანდას.

ეს არ ნიშნავს, რომ ყავა ან აიურვედა აუცილებლად მავნებელია, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სოციალურ ქსელში მსგავსი თემები აქვთ გამოწერილი, შეიძლება გაუცნობიერებლად ვაქცინების შესახებ შეცდომაში შემყვანი და მავნე ინფორმაციის ნახვის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. ამასთანავე, თუ ბევრი ხალხი მიიჩნევს გარკვეულ იდეებს ჭეშმარიტებად, უფრო დიდია ალბათობა, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი შეხედულება(opens in a new tab). ამიტომ, კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საკითხებზე თანამოაზრეთა გარემოცვაში („ბუშტში“) ყოფნა ხელს უწყობს მსგავსი შეხედულებების დამკვიდრებას ჩვენს აზროვნებაში.

თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი მსგავს „ალტერნატიულ“ ბუშტშია, მიეცით მას სტიმული, რომ გამოიწეროს გვერდები და მოიწონოს იმ ადამიანების გვერდები, რომლებიც საინტერესო, სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ კონტენტს აზიარებენ. მეცნიერებთან, აკადემიურ წრეებთან, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, ფაქტების გადამმოწმებლებთან და მსგავს ჯგუფებთან დაკავშირება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების კარგი გზაა, მათ შორის ვაქცინებთან მიმართებაში.

ადამიანები, რომლებიც კონსპირაციულ თეორიებს იზიარებენ, ხშირად საკუთარ თავს კრიტიკულად მოაზროვნეებად მიიჩნევენ. უბრალო დამთხვევა არაა, რომ პროკრემლისტური დეზინფორმაციის მედიასაშუალება RT საკუთარ აუდიტორიას „მეტი შეკითხვების“ დასმისკენ მოუწოდებს.

მაგრამ როგორც BBC-ის ეს სტატია(opens in a new tab) მართებულად აღნიშნავს, ეჭვის შეტანა ფაქტობრივად რაციონალური აზრის გაჩენის გზაა. მიზანი სხვა ადამიანის ინტერესის ან სკეპტიციზმის გაქრობა კი არა, არამედ იმის შეცვლაა, თუ რის მიმართ არიან ისინი ინტერესით ან სკეპტიკურად განწყობილნი. და ეს შეკითხვების დასმით უნდა დავიწყოთ.

კონსპირაციული თეორიები კომპლექსურ რეალობებს ზოგად და ვრცელ კონტურებში ხატავს, ხსნის „ყველაფერს“ და ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხებს ერთბაშად იძლევა. როგორც სოციოლოგი ჯონ განიონი(opens in a new tab) ამტკიცებს, „მეცნიერულ თეორიასა და კონსპირაციულ თეორიას შორის განსხვავება ისაა, რომ მეცნიერულ თეორიაში აქა-იქ სიცარიელეა“. გლობალური პანდემიის ხანაში, კონსპირაციული თეორიების მიერ შემოთავაზებული „ყველაფრის მცოდნე“ თავდაჯერებულობა ყოველდღიური შფოთვის მოხსნის საშუალება შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ, ადამიანი საეჭვო წყაროებს ცოდნის მოთხოვნილების(opens in a new tab) დასაკმაყოფილებლად შეიძლება იყენებდეს.

ამას გარდა, დეზინფორმაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული მიზნებითაც გამოიყენება. დეზინფორმაციის გლობალური ინდექსის(opens in a new tab) თანახმად, ათასობით დეზინფორმაციულ ვებსაიტს ყოველწლიურად მეოთხედ მილიარდ დოლარს უხდიან რეკლამების ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მათთან ბევრი პოპულარული ბრენდის რეკლამას ათავსებენ. ვაქცინების ნაცვლად, „ალტერნატიული“ სამკურნალო საშუალებების მხარდამჭერი ვებსაიტები ხშირად საეჭვო საკვებ დანამატებს უკეთებენ რეკლამას და ვიზიტორებისგან პირდაპირი ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობენ. დეზინფორმაციის აქტორებმა სოციალური მედიის გამომწერებიც შეიძლება „ფულად აქციონ“ ან რეპუტაციული გამორჩენისთვის გამოიყენონ.

ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, ვის ენდობა ვაქცინებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რატომ. უბიძგეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას, მათ შორის, კრიტიკულად გააანალიზონ აცრის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამავრცელებელთა მოტივები.

თუ ამ ნაბიჯებს მიყვებით, შესაძლოა, შინაარსობრივი საუბარი გამოგივიდეთ და საბოლოოდ გამოიყვანოთ თქვენი მეგობარი ან ახლობელი ადამიანი კონსპირაციული ლაბირინთიდან. მაგრამ შედეგის სწრაფად მიღების იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ჩვენი შეხედულებები და გრძნობები ღრმად პირადული და კომპლექსურია და დიდი ალბათობით, ერთ დღეში არ შეიცვლება. ამას გარდა, როგორც ჰალის უნივერსიტეტის პროფესორი კომუნიკაციისა და ქიმიის დარგებში, მარკ ლორჩი(opens in a new tab) აღნიშნავს, ახალი მტკიცებულებები შეუსაბამობებს აჩენს ჩვენს შეხედულებებში, რაც ემოციურ დისკომფორტს იწვევს. ასე რომ, ძალიან თუ შეუტევთ, არსებობს რისკი, რომ თანამოსაუბრე საკუთარი პოზიციის გამართლებას შეეცდება და ამით თავის შეხედულებებში უფრო მეტად დარწმუნდება საწინააღმდეგო მტკიცებულებების მიუხედავად.

გამოიჩინეთ თანამოსაუბრისადმი თანაგრძნობა მაშინაც კი, თუ თქვენ კონსპირაციული თეორიის მიმართ მკვეთრად უარყოფითად ხართ განწყობილი და უკვე ამით დადებით გავლენას მოახდენთ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ და მშფოთვარე ატმოსფეროში.

და წარმატებას თუ მიაღწევთ, ყოველთვის შეგიძლიათ, აჩვენოთ მეგობარს, ახლობელს ან მეზობელს მულტფილმი ჰიპოპოტამზე. გახსოვდეთ, ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

მსგავსი პოსტები

Back to top button