ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეს ოჯახის ადვოკატი შეისწავლის
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/advokati.jpg)
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეს ოჯახის ადვოკატი,ვახტანგ ბარამაშვილი შეისწავლის. მას უკვე გადაეცა საქმის მასალები პრიველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან,ანალოგიურ მასალას ადვოკატი ახალციხის კლინიკიდანაც ელოდება.
“გადმოგვეცა თბილისის საგამოძიებო უწყებაში არსებული მასალები. ჯერჯერობით, ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია. დარგის ექსპერტები შეისწავლიან და კონკრეტულად ამ სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებით მეტს გეტყვით და დაგიზუსტებთ.
ოჯახს აქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს შეეხება, პირველ რიგში, საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა?! რამდენად სწორად მოხდა უკუეფექტების მართვა და რამდენად დროული იყო ეს მართვა,” – აღნიშნა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებს ალტერნატიული ექსპერტიზაც შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ექთნის ახლობლების ვარაუდით ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.