მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საბავშვო სპექტაკლი და ფერადი ბუშტები-ლაგოდეხში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ლაგოდეხში ერთი დღის დაგვიანებით აღნიშნეს. შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგზარდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა საბავშვო სპექტაკლი გამართა.
ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები დაესწრნენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე 43 მოზარდია რეგისტრირებული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1000 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით, ანუ ქრომოსომული დარღვევით (46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომით) იბადება. ეს ყოველწლიურად დაახლოებით 3000-5000 ახალშობილია.