მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელოში ვაქცინაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ზუგდიდში გაგრძელდება

ვაქცინაციის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განხორციელდება. ამის შესახებ რადიო თბილისთანდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ,სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლი, ნანა ოდიშარია აცხადებს.

ოდიშარიას განმარტებით, ამის მიზეზი ისაა,რომ გართულების შემთხვევაში რეგიონში რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს გააჩნია.

“ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით აცრილია 118 მედპერსონალი და მათ რაიმე გართულება მონიტორინგის შედეგად არ აღენიშნებათ”,- განუცხადა რადიო თბილისს ნანა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩხოროწყუს, აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტში მედპერსონალი აიცრა.

რაც შეეხება ხობსა და წალენჯიხას, აქ ათი პირი არ შეგროვდა და შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტებში 10-დოზიანი ფლაკონი არც გაუხსნიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button