Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი და უარყოფითი ბალანსი ბაშოზე

16

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმიდნარე წლის მეორე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მეათე ბრძოლა გამართა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა აკისეიამა იყო, რომელთანაც ტოჩიმ მარცხი, ბოლო წამზე იწვნია.

მე-11 საჭიდაო დღეს ქართველი სეკიტორი მე-11 მაეგაშირას, ჩიოტარიუს შეხვდება.

გორგაძეს აკი ბაშოზე ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი აქვს. მას 3 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა და დადებითი
ბალანსის აღსადგენად, დარჩენილი 5-ვე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი