სპორტი

ლაშა ტალახაძემ რეკორდი ვარჯიშის დროს დაამყარა

27 წლის ძალოსანი ამ ეტაპზე მოსკოვში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვარჯიშის დროს რეკორდი დაამყარა როგორც ატაცში, ასევე – აკვრაში.

პირველ დისციპლინაში მან 223 კგ შტანგა ასწია, მეორეში კი – 265კგ. საგულისხმო ფაქტია, რომ ვარჯიშზე დამყარებული რეკორდები მიღწეულ შედეგად არ ითვლება და მას ეს ოფიციალურ აქტივში არ ჩაეწერება.

ამ დროისთვის მსოფლიო რეკორდად კვლავ რჩება 220კგ ატაცი და 264კგ. – აკვრა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკორდებიც თავად ქართველი ძალოსნის დამყარებულია.

27 წლის ლაშა ტალახაძე 3-11 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ახალი სიმაღლეების დაპყრობას ოფიციალურად შეეცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button