Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში… ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა

73

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, დავთ ხოჭოლავას კოვიდინფექცია დაუდასტურდა და უახლოეს სამ მატჩში გუნდს ვერ დახმარება.

ვილი სანიოლმა მის მაგივრად ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა, რომელიც მიმდინარე სეზონში, ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში უკვე ორჯერ ათამაშა.

ბათუმის დინამოელი ნაკრებს მას შემდეგ შეუერთდება, რაც შვედეთთან თამაშის შემდეგ გუნდი თბილისში ჩამოვა.

ამ დრომდე სანიოლმა კდვ ერთი შეცვლა გააკეთა: ტრამვირებული თორნიკე ოქრიაშვილის მაგივრად, ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველი, ვაკო გვილია შეიყვანა ძირითად სიაში.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი-საქართველოს მატჩი 25 მარტს სტოკჰოლმში გაიმართება. 28 მარტს ეროვნული ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს და 31 მარტს, სალონიკში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი