კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მკვლელობის დროს დაჭრილი სამი პირის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი,რადიო ჰერეთის ინფრომაციით, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში სამი დაჭრილი მამაკაცია გადაყვანილი. დაჭრილებს შორის, გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი, მალხაზ ბადუაშვილიც არის. ბადუაშვილს გულმკერდის არეში შემავალი ცეცცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, დაჭრილებს საოპერაციოდ ამზადებენ.

” სამი მამაკაცია შემოყვანილი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა არეში, ცეცხლსასროლი იარაღით არიან დააჭრილები. მდგომარეობა ითხოვს ქირურგიულ ჩარევას და ამ წუთებში ვამზადებთ საოპერაციოდ”- განაცხადა ორველაშვილმა.

მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირდება, 2020 წლის თებერვალში, გურჯაანის საავადმყოფოში მომხდარი სროლის ფაქტიც. მაშინ დაუდგენელმა პირმა, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის იმ პალატისკენ ისროლა, სადაც ბადუაშვილი მკურნალობდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდა. ჯერ დაუდგენელმა პირმა, ავტომანქანაში ჩაცხრილა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრა სამი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button