მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს, 25 მარტს, პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.

“ჩვენ გვაქვს კითხვა, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა კლინიკა იმედს შესაბამისი ინვენტარი, პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინა შესაბამისი დახმარება. ამ ეტაპზე ჩვენ გვსურს, რომ გადმოგვცენ ყველა დოკუმენტი, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ახალციხეში”, – ამბობს, ნინო ამაღლობელი, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი.

შეგახსნებეთ,ახალციხეში კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button