საყოველთაო ვაქცინაციას მთავრობა აპრილისთვის აანონსებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე ჩვენ საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია, შევთავაზოთ ვაქცინა, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმით განსაზღვრული”, – თქვა გაბუნიამ.
დღეიდან ვაქცინაცია Pფიზერ/BიოNტეცჰ-ის ვაქცინითანც განხორცილედება. აცრის მსურველებს საშუალება ექნებათ არჩევანი გააკეთონ Pფიზერ-ის და Aსრტაძენეც-ს ვაქცინებს შორის.
ამერიკულ-გერმანული Pფიზერ/BიოNტეცჰ-ის ვაქცინის 29 250 დოზა ქვეყანამ გუშინ, 24 მარტს მიიღო, ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. Pფიზერ-ის ვაქცინას -80 გრადუსზე შენახვა სჭირდება, ამიტომ აცრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც შესაბამისი პირობები აქვთ.
დღეიდან, 25 მარტიდან ასაცრელად დარეგისტრირება 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც, შეუძლიათ.
შეგახსენებთ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო ბრიტანულ-შვედური კონცერნის Aსრტაძენეცა-ს ვაქცინით,აცრა პირველ ეტაპზე მედპერსონალს უტარდება.