შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი პნევმატური იარაღით თავი მოიკლა.
გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ, ბაისუბანში გუშინ,24 მარტს ჩამოასვენეს.
ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ. ამბობენ, რომ მათთვის ეს მოულოდნელი იყო,რადგან არასდროს შეუმჩნევიათ, რომ პრობლემა ქონოდა.
ოჯახის ახლობლების თქმით, სამსახურში წასვლის წინ ბარბაქაძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, რა დროსაც ის გავიდა სახლიდან და გასროლა განახორციელა. ფაქტს თვითმხილველი არ ყავს.
რგორც რადიო ჰერეთისთვის გახდა ცნობილი, მერაბ ბარბაქაძეს მალე ვიცე-პოლკოვნიკის წოდება უნდა მიეღო.
არსებობს მოსაზრება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაალჩინოსანი აზარტული თამაშებით იყო გატაცბული და გარკვეული ვალი ქონდა, თუმცა ამ ვერსიას ახლობლები არ ადასტურებენ.
45 წლის ოფიცერს, მეუღლე და 2 შვილი დარჩა
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.