მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მესამე სექტორი პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ქვეყანაში პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები იყოს უფრო მეტად გამჭვრივალე და მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესზე მესამე საექტორმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ. მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button