მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა-მოძრაობა დროებით ჩაკეტილია

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ სავტომობილო გზაზე, სოფელ დუზსთან (91 კილომეტრი)კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ამ დროსთვის ჩაკეტილია.

შესაბამის ფოტო და ვიდეო-მასალას ადგილობრივი მცხოვრები ლაშა პაკელიანი ავრცელებს,რომელიც შემთხვევის ადგილას გამთენიისას ჩავიდა.

“დილის 7 საათზე ვიყავი მანდ. ინფორმირებულია ადგილობრივი მერია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და იმედია მოახდენენ რეაგირებას. საკმაოდ დიდი ზომის ქვებია და მგონია, რომ გზას დღეისთვის ვერ გახსნიან. ალბათ მთელ დღეს მოანდომებენ, საკმაოდ დიდი ლოდებია“, – განაცხადა ლაშა პაკელიანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილზე სამუშაოდ მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და გავა სამუშაოდ.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჩამოწოლილი კლდოვანი მასის მოცულობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული სამუშაო იქნება და შესაძლოა დღეს ვერ მოესწროს გზის გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button