Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურჯაანში ჩაცხრილული მამაკაცის დედა დამნაშავეების უკმაცრესად დასჯას ითხოვს

77

გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მოკლული სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ გეჯეთის მკვიდრის იმედა ჩიქობავას დედა, შურა ჩიქობავა შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და ამბობს რომ მოკლული შემთხვევითი მსხვერპლია.

“ინფორმაცია, რომ იმედა ვიღაც ბადუაშვილის მანქანის საჭესთან იჯდა არის სიცრუე,მან მანქანის ტარება არ იცოდა,ჩემმა უწყინარმა შვილმა,ვითხოვ საქმის დროულ გამოძიებას,მივმართავთ შს მინისტრს,თქვენგან გავიგე ორი პირია დაკავებული,რატომ მომიკლეს შვილი”,-ამბობს შურა ჩიქობავა.

მეზობლების თქმით, 41 წლის იმედა სავარაუდოდ, სროლის დროს დაიხარა და მას გამჭოლი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი და ზურგიდანაა გასული.

“მე ბავშვობიდან ვიცნობ იმედას,ექსპერტიზაც დაადგენს რა როგორ,მაგრამ ეს ასე იქნებოდა,იმედა არის შემთხვევითი მსხვერპლი-უდანაშაულო”,-ამბობენ მეზობლები და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მათივე თქმით,ცხედარს სხვა დაზიანება არ აღენიშნება.

იმედა ჩიქობავას მშობლიურ სოფელში სამშაბათს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ,გურჯაანში მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და სამის დაჭრისათვის დაკავებულები, 56 წლის ალექსი ტურიაშვილი და 41 წლის ჯუანშერ ტურიაშვილები არიან.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტქრებას გულისხმობს.

დანაშაული 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი