კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოდან გაწერეს

გურჯაანში მომხდარი შეიარაღებული გარჩევის დროს დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოდან გაწერეს.

სოფელ ჩუმლაყში დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილი მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.
კრიმინალურ ავტორიტეტს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და შესაბამისი ოპერაცია გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში ჩაუტარეს.

კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას, რომ სახლში გაგვეწერა. ექიმის მეთვალყურეობით გააგრძელებს მკურნალობას. მეორე დაჭრილი ჯერ საავადმყოფოში რჩება,მესამე კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან თვალი ჰქონდა დაზიანებული”- განაცხადა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, მალხაზ ბადუაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სროლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონიდან, კახეთში სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე ჩასული პირები არიან.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა 16 წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როცა ბადუაშვილმა, მომხდარ ფაქტზე დაკავებული ორი პირის ახლო ნათესავი, განზრახ მოკლა.ბადუშვილის სახელს უკავშირდება გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის მიმართ განხორციელებული რამდენიმე გასროლაც, როცა დაუდგენელმა პირმა, კრიმინალური ავტორიტეტის სამკურნალო პალატა დაცხრილა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და 236 – მუხლებით მიმდინარეობს, რქც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს.

ერთი პირის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრისათვის დაკავებული ორი მამაკაცი დააკავეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალის წარდგენას ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button