მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში გარეფასადები, რომელზეც მილიონზე მეტი დაიხარჯა დაზიანებულია

გარეფასადები, რომლებზეც მილიონზე მეტი დაიხარჯა, უკვე დაზიანებულია.

თელავში ერთი თვის წინ დასრულებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადები უკვე ჩამონგრეულია.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ახლად დასრულებულმა აივნებმა უკვე დაშლა დაიწყო, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა.

” სამუშაოები ერთი თვის წინ დაასრულეს. თითქოს რეაბილიტაცია ჩაუტარეს და უკვე იშლება. ნეტავ ერთხელ ვნახოთ, რომ რამე ხარისხიანად გააკეთონ. გვითხრეს, ხელახლა შევაკეთებთო და ჯერ არ გამოჩენილან,” – განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ.

თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უკვე აცნობეს.

“შესაძლოა წყალი შევიდა და დააზიანა. ამის შესახებ, უკვე ვაცნობეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას და მათ ვალდებულება აქვთ, ხელახლა გააკეთონ, რაც დაზიანებულია”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაციაში 1,3 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს”ბკ კონსტრაქშენმა” ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button