გურჯაანში მკვლელობისთვის დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და სამის დაჭრისათვის ბრალდებული პირები, თელავის რაიონულმა სასამართლომ დააპატიმრა.
ბრალდებულების ადვოკატი, ილია ოთარაშვილი, ალექსანდრე ტურიაშვილისათვის 5 ათასი, ხოლო და ჯუანშერ ტურიაშვილისათვის 10 ათას ლარიანი გირაოსა და ელექტრონულ სამაჯურს ითხოვდა.
მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, ორივე ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ.
ჯუანშერ ტურიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ალექსანდრე ტურიაშვილი კი ბრალს არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა, სისხლის სმართლის საქმეზე, 18 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა სოფელ ჩუმლაყში, 25 მარტს გამთენიისას მოხდა.
სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი მამაკაცი. დაჭრილებს შორის არის, კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუშვილი, რომელმაც წარსულში, ტურიაშვილების ახლო ნათესავი მოკლა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109-ე და 376- ე მუხლებით მიმდინარეობს.