Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სენსაცია არ შედგა… ესპანეთმა ბოლო წუთზე მოიგო

58

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა.

პირველ ტაიმშივე დაძაბული ბრძოლა გამართეს მეტოქეებმა და საგოლე მომენტებიც შექმნეს, თუმცა პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გავიდა. მატჩის 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ სიმონის კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიშიც გაიხსნა.

მეორე ნახევარიც საინტერესო გამოდგა. 56-ე წუთზე ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა. იმის მიუხედავად,რომ სერხიო რამოსი არ იყო იმ დღეს მოედანზე, ესპანელებმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შტურმი გამართეს.

მცველებს დიდი ჯაფა დააწვათ, თუმცა ვილი სანიოლის შეგირდებმა ქულა ვერ შეინარჩუნეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე ოლმოს გოოლმა ესპანეთის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას საბერძნეთთან, 31 მარტს, სტუმრად გამართავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი