მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირების ახალი კერა ჭყონდიდის ეპარქიაში-მეუფე სტეფანემ ამჯერად დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მეუფე სტეფანემ ამჯერად დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა გადააყენა. დედაოები ამბობენ, რომ მღვდელმთავარმა თათბირი ჩუმად მოიწვია და მათ მხოლოდ 10 წუთით ადრე შეატყობინა. მათივე თქმით, მეუფე სტეფანემ თათბირზე დასასწრებად მისი მხარდამჭერი დედაოები ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიიდან შეარჩია.

სხდომაზე 10 დედაო სწორედ ლენტეხიდან ჩამოვიდა.

“იგი იყო თვითმარქვია დედაო, დედაო რომელიც პატრიარქს არ იხსენიებს ლოცვებში მაგას რა უნდა მონაზვნად და ტაძრის წინამძღვრად”,-ამბობს ლენტეხელი დედაო.

დედა სოსანამ კი თათბირი პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა. სხვა დეტალები მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button