ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/ამერიკის-სენატი-2.jpg)
ამერიკელი სენატორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი”ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ამერიკაში საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და იმედს გამოთქვამენ რომ ახლა პოლიტიკური მხარეები საერთო მიზნებზე შეთანხმდებიან.
“მიმდინარეობს მედიაცია, ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ იპოვეს სწორი გამოსავალი მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის ფინანსურადაც. ის ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს. არ ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. მთავრობა როგორც პოლიტიკური პარტიები ადამიანებისგან შედგება, როდესაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე,” – აცხადებს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეიმს რიში.
შეგახსენებთ,პოლიტიკურ მხარეებს შორის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით დიალოგი გრძელდება.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი დღეს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს.
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც ოპოზიციური პარტიების ასევე მმართველი გუნდისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ევროპელმა დიპლომატმა პარტიებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა აიღონ.
მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში მეორე ვიზიტით ჩამოვიდა,
შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.
პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.