Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან“ მიდის… ეპოქა დასრულდა

60

სიტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ არგენტინელ თავდამსხმელს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

32 წლის სერხიო აგუერო „ქალაქელების“ გუნდში, 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ამ ხნის მანძილზე ის სიტის ლიდერად და სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

ინგლისურ გრანდში მან სიტის მაისური 384-ჯერ მოირგო და 257 გოლის ავტორიც გახდა.

ბრიტანული სოციალური მედიის ცნობით, მანჩესტერ სიტი სწორედ აგუეროს გადასვლის შემდეგ იქცა ტოპ-კლუბად და თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროპულ ასპარეზზე.

ვეტერან არგენტინელს 4-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი და ახლა მეხუთეს მოგებასთან ძალიან ახლოა.

სერხიო აგუეროს გადასაბირებლად ბევრი ევროპული კლუბი იბრძვის, თუმცა ყველაზე მეტი შანსი ამათგან „ბარსელონას“ აქვს.

მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა მის საპატივცემულოდ, გაცილების მატჩი გაიმართება, არგენტინელის ძეგლს „ეტიჰედის“ წინ ვინსენტ კომპანისა და დავიდ სილვას გვერდით აღმართავენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი