მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში ავარიისას დაშავებულ არასრულწლოვანს თავის მძიმე ტრამვა აქვს

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი არასრულწლოვანი სტაციონარში რჩება. სოფელ კოღოთოსთან მომხდარი ავარიისას დაშავებულ მოზარდს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანს თავის ქალის დახურული ტრამვა აქვს.

” ერთ- ერთ არასრულწლოვანს თავის დახურული ტრამვა აქვს, ამიტომ ის სტაციონარში უნდა დარჩეს. მისთვის ექიმების მეთვალყურეობა აუცილებელია. გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა ჯერჯერობით, სახლის პირობებში ვერ იმკურნალებს”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

მოზარდთან ერთად დაშავებული ოთხი მგზავრი, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ, ექიმებმა ბინაზე გაწერეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთცოებოსა და ექსპლუატაციის წესებისა დარღვევას გულისხმობს.

დღე- ღამის განმავლობაში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 მგზავრი დაშავდა

მსგავსი პოსტები

Back to top button