სპორტი

ლევანდოვსკი მიუნხენელებს მეოთხედფინალში ვერ დაეხმარება… ტრამვა რთული აღმოჩნდა

მიუნხენის „ბაიერნისთვის“ საკმაოდ შემაშფოთებელია ის ამბავი, რომ გუნდის ბომბარდირის, რობერტ ლევანდოვსკის ტრამვა სერიოზული აღმოჩნდა და ის მიმდინარე 4 კვირას ვერ ითამაშებს.

მუხლის დაზიანება პოლონელმა ფეხბურთელმა პოლონეთი-ანდორას თამაშის დროს მიიღო. ეს შეხვედრა 3:0 დასრულდა, სადაც ლევადოვსკიმ დუბლიც გაიფორმა.

რეკორდმაისტერის ვებ-გვერდი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენთან რობერტ ლევანდოვსკი გუნდს ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, თუ გერმანელები ნახევარფინალში გავლენ, პოლონელი ფორვარდი პირველ ნახევარფინალურ შეხვედრასაც გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონელს მსგავს პრობლემა თებერვალშიც ქონდა, თუმცა მაშინ პანდემიის გამო სეზონი შეწყდა და 32 წლის ფეხბურთელმაც მშვიდად იმკურნალა.

რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფორმაშია და ბუნდესლიგის ბომბარდირის ტიტულს ღირსეულად ფლობს. მიმიდნარე სეზონში მან 25 მატჩში 35 გოლი გაიტანა. მისი სურვილია, გერდ მიულერის რეკორდი, (ერთ სეზონში 40 გოლი) გააუმჯობესოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button