სპორტი
ბასილაშვილი თიხის კორტებზე გამოვა… ტურნირი იტალიაში ჩატარდება
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/თიხისკორტები.png)
29 წლის პირველი ქართველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარში დაგეეგმილ ტურნირზე ითამაშებს.
ნიკა ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის 38-ე პოზიციაზეა და მომავალ ასპარეზობაზე მე-4 ჩოგნად იქნება განთესილი.
თიხის კორტების ამ დროისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობა არ იგეგმება.
ბასილაშვილზე წინ მყოფი სამეული კი ასე გამოიყურება: დანიელ ევანსი (დიდი ბრიტანეთი), ტეილორ ფრიცი (აშშ) და ლორენცო სონეგო (იტალია).
ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს, რომ მეორე ნომრად განთესილ ფრიცს ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ნახევარფინალური შეხვედრა მოუგო.
Sardegna Open 5-11 აპრილს გაიმართება და საპრიზო ფონდი 408 800 ევრო იქნება.