მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველო ფაიზერისგან 1 მლნ დოზა ვაქცინას ელოდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა, მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მწარამოებლებთანაც.

“ფაიზერთან მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე”, – ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ამ ეტაპზე 29 500 დოზა “ფაიზერის” ვაქცინაა შემოსული.

შეგახსენებთ,სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.

15 მარტის შემდეგ საქართველოში ვაქცინა დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა გაიკეთა

მსგავსი პოსტები

Back to top button