მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯარიმა კომენდატის საათის დარღვევისთვის და სამოქალაქო პროტესტი რუს ჟურნალისტს

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს. გასულ ღამით, ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები გარეთ იმყოფებოდნენ „კომენდანტის საათის“ დროს. მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია. 32 პირი სასტუმრო „რუმსს“ და „ვინოტელს“ შორის გადაადგილების გამო დააჯარიმეს.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. საპროტესტო აქციების გამო პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button