კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში მამაკაცი დაჭრეს-დაკავებულია ერთი პირი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 31 მარტს, სოფელ გრემში მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა თავისივე მეზობელს, ჭრილობა გულ- მკერდის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

კონფლიქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button