მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ადგურ არძინბა ვლადიმირ პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება.

ამის შესახებ მან ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.

“ის, რაც ხდება საქართველოში ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა თავისი კულტურისგან ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მიღება – ტრადიციებია, რომლენიც კავკასიელებს სისხლში აქვთ, რაც ყოველთვის აქტუალური იქნება და ღრმა კულტურულ ღირებულებას შეიცავს. კავკასიელი თავის სახლში მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლეთმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი “მთელი თავიანთი დიდებულებით”, – წერს არძინბა.

ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა,რომელიც საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, წუხელ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, თბილისი დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button