მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიიდან დათხოვნილი მონაზვნები დაუმორჩილებლობას აცხადებენ

ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხულმა მონაზვნებმა დედაო სოსანამ და მორჩილმა ნინომ ღამე წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ნაცვლად,სოფელ ნაჯახაოს ბარბარეკარის დედათა მონასტერში გაათიეს.

როგორც დედა სოსანა აცხადებს,მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნები მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიიდან დაითხოვა, ჯერჯერობით მათ გადაწყვეტილების შესაბამისი წერილი არ ჩაბარებიათ.

ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას.

“მე დღეს კიდევ ერთხელ ავალ მონასტერში, ეს არის ჩემი სახლი,სხვა სახლი მე არ მაქვს,არ ვაპირებ დავემორჩილო სტეფანეს ბრძანებებს”,-აცხადებს დედაო.

ადგილზე წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან რჩებიან სამართალდამცველები,ხოლო ეპარქიიდან გარიცხული დედაოები და მათი მხარდამჭარები ეპარქიაში ასვლას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button