მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ეპიდაფეთქება და საპოლიციო ბლოგპოსტი ზუგდიდის საზღვრისპირა სოფელში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორსანტიაში ეპიდაფეთქების გამო მოსახლეობის სწრაფი ტესტირების ჩასატარებლად ეპიდემიოლოგთა სამი დამატებითი ჯგუფი შევიდა.

700 კომლიან სოფელში რამდენიმე საპოლიციო ბლოკპოსტი განთავსდა და მოსახლეობა სოფლიდან ვერც შედის და ვერც გამოდის.

“მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, იქ აბსანძეების უბანში მოსახლეობის 90 პროცენტი ინფიცირებულია, მე ვცხოვრობ მოხუც დედასთან ერთად. რა როგორ იქნება არ ვიცი”,-ამბობს სოფლის მკვიდრი ბორის თორია.

ორსანტიის საჯარო სკოლის პედაგოგის ჟანა შაკაიას თქმით, ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას,ორშაბათიდან განახლდება თუ არა სკოლასა და საბავშვო ბაღში საგაკვეთილო პროცესი.

“ეს ალბათ დამოკიდებულია სწრაფი ტესტირების პასუხებზე, რაც შეეხება საკვებ პროდიქტებს გვაქვს სოფელში რამდენიმე მაღაზია,ან გავალთ მანდ, ან მოგვაწვდიან”,-აცხადებს სკოლის პედაგოგი.

სოფლის მკვიდრის დავით ჯიქიას თქმით, მისი ოჯახის წევრები მეუღლე და შვილი გუშინ დილით წავიდნენ ზუგდიდში და სახლში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან,

“ინფორმაცია არ გვაქვს, გუშინ სადღაც საღამოს 6 საათისთვის ჩაგვკეტეს, არ გვეუბნებიან არაფერს, არც ის ვიცი როდის დაბრუნდება ცოლ-შვილი სახლში, რამდენიმე დღის მარაგი კი გვაქვს ოჯახში, მერე რა იქნება არ ვიცი”,-ამბობს დავით ჯიქია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი ეპიდემიოლოგის მაია ჯინჯოლავას თქმით, გუშინ გაიტესტა 100 პირი,აქედან 20 დადასტურებული შემთხვევაა.

“ჩვენ შევდივართ ახლა სამი ბრიგადა, ალბათ 4 დღე მაინც დასჭირდება მოსახლეობის სწრაფ ტესტირებას,ვნახოთ დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ჯგუფები”,-ამბობს ჯინჯოლავა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

კერძოდ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შსს-ს დანაყოფების ორგანიზებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

ეს გადაწყვეტილება, აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსის შემთხვევების მატებას უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button