მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ბათუმში “ცოცხების აქცია” გამართეს

ბათუმში “ცოცხების აქცია” გაიმართა, აქციის ორაგანიზატორები „ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ.
აქტივისტებმა ცოცხებით ხელში მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს. ამავე ქუჩაზე მდებარე პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ცოცხები დატოვეს და მსვლელობა განაგრძეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმართულებით. პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button