სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ეროვნულმა ნაკრებმა გიორგი დოკვაძის წარუმატებელი გამოსვლით დაიწყო.

55 წონით კატეგორიაში მებრძოლმა დოკვაძემ 6-ცდიდან მხოლოდ 2 გამოიყენა და A ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა.

61 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველაძემ ატაცში ვერცხლი დაიმსახურა და ორჭიდის ჯამშიც, სადაც 290 კგ. დააფიქსირა, – მეორე ადგილი დაიკავა.

ამავე წონითი კატეგორიის ათლეტმა რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში 279 კგ. აჩვენა და მე-9 ადგილს დასჯერდა.
კონტინენტის პირველობაზე დღეს ნაკრების ღირსებას გოგა ჩხეიძე დაიცავს. გოგა 67 კგ-ს იწონის.

შეჯიბრი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button