სპორტი

გიორგი ქვილითაია შესაძლებელია პანათინაიკოსში ვიხილოთ

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს.

კვიპროსული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 27 წლის ქართველი ათენის „პანათენაიკოსს“ შესთავაზეს.

ქართველი თავდამსხმელი ამჯამად ანორთოსისში თამაშობს, თუმცა მასზე სატრანსფერო უფლებები ბელგიურ „გენტს“ აქვს, რომელსაც კლუბში იჯარით ყავს განათხოვრებული ფეხბურთელი.

სეზონის 27 მატჩში ფორვარდის ანგარიშზე 15 გოლი და 2 საგოლე პასი ირიცხება.

კვიპროსულ გუნდში იჯარა ქვილითაიას მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა „გენტთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა,რომ ქქარტველი ისევ ბელგიაში დაბრუნდეს.

ბელგიურმა გუნდმა ქვილითაიაში 2018 წელს 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება ქართველი ფორვარდის მომავალ კლუბს, – ქვეყნის 20 გზი ჩემპიონი „პანათინაიკოსი“ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button