Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაიამის ღია პირველობა ჰურკაჩმა მოიგო

52

მამაკაცთა ტურნირი მაიამის ღია პოირველობა პოლონელის ტრიუმფით დასრულდა. ჰუბერტ ჰურკაჩი ფინალში იტალიელ იანიკ სინერს შეხვდეა და 2 სეტში, 7-6 6-4 დაამარცხა.

გამარჯვებამდე გზა 24 წლის პოლონელმა ჩოგანმა სტეფანოს ციციპასის და ანდრეი რუბლევის ძლევით გაიკვლია.

2005 წლიდან მოყოლებული პოლონელი ჩოგანი მასტერსის სერიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაშინ, 2005 წელს, პარიზის მასტერსი 20 წლის ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა მოიგო.

ფინალური შეხვედრა ჰურკაჩის უპირატესობით დაიწყო, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის, რომ რაფაელ ნადალის შემდეგ 19 წლის სინერი მასტერსის სერიის ტურნირების ყველაზე ახლაგაზრდა ფინალისტია.

„წავაგე, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე. ჩემი მიზანი ფინალისტობა არ არის. აქ იმისთვის ვარ,რომ ტურნირები მოვიგო“ – თქვა სინერმა მატჩის შემდეგ. აღვნიშნავთ, რომ ეს ის სინერია, რომლისთვისაც მაიამის მასტერსი კარიერაში მხოლოდ მესამე ტურნირი იყო.

ტურნირის დასაწყისში ჰურკაჩი ლაივ რეიტინგის 37-ე პოზიციაზე იყო, ახლა კი მან მე-16 საფეხურზე გადაინაცვლა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი