მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს, 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ეს მწერლის სურვილი იყო.

მანამდე სამების ტაძარში დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მწერალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ის ავტორია ნაწარმოებებისა, როგორიცაა “სამოსელი პირველი”, “ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და სხვა. მან ბოლო წიგნი “ბრმადყოფილზე. და…” 2015 წელს გამოსცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button