მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მამაკაცი ქუჩის ძაღლმა დაკბინა

თელავის ცენტრალურ ქუჩაზე შუახნის მამაკაცი, ქუჩის ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპლიტეტის მერიასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ- ერთ მოქალაქეს, ძაღლი მოულოდნელად დაესხა თავს.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ძლიერი სისხლდენით გადაიყვანა.ცხოველის თავდასხმის შედეგად, მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ექიმების გამმარტებით, მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრები უტარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახური, რომელიც მიუსაფარი ძაღლების საკითხის რეგულირებაზე მუშაობს, მერიაში არ არის.

” ახლახანს შეიქმნა მულტიმუნიციპლური აიპი, რომელმაც ეს საკითხი უნდა მართოს და გურჯაანში აშემებულ რეგიონალურ თავშესაფარში ცხოველების გადაყვანაზე იზრუნოს. ჯერჯერობით, ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია და ასეთი სამწუხარო ფაქტები ხდება”- განაცხადეს მერიაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, კახეთის რეგიონში წლებია გადაუჭრელია. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული ვითარება, ქალაქ თელავშია.

ცენტრალურ ქუჩებში ძაღლების თავისუფალი გადაადგილებისა და მოსახლეობისათვის შექმნილ პრობლემებზე, რადიო ჰერეთი უკვე წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button