Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მილანმა მოლაპარაკებები გაააქტიურა…“რუბინმა“ კვარაცხელია 19 მილიონ ევროდ დააფასა

246

მას შემდეგ, რაც 20 წლის ქართველმა ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე 3 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ლიდერად ღირსეულად წარმოჩინდა, – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია
ევროპული საფეხბურთო გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მისი შეძენით დაინტერესებულია „ბაიერნი“, „ბორუსია“,„ლივერპული“, „რეალი“, და „მილანი“. იტალიურმა კლუბმა ბოლო დროს ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა და უკვე კონკრეტიკაზეც გადავიდა.

მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მილანს დიდი გეგმები აქვს. კლუბის გაძლიერებას ახალგაზრდა ფეხბურთელებით გეგმავს და ხვიჩა კვარაცხელიასაც დაადგა თვალი.

„რუბინმა“ კვარაცხელიას ფასი დაადო და მის გაყიდვას 19 მილიონ ევროდ აპირებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი