Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ორი სპარინგ-მატჩი ივნისში… საქართველო რუმინეთს და ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

48

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

2 ივნისს ვილი საიოლის შეგირდებს უკვე დაგეგმილი აქვთ მატჩი სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან.

რაც შეეხება მეორე თამაშს, 6 ივნისს ჩვენი ფეხბურთელები ნიდერლანდებს ქალაქ ენსხედეში შეხვდება.

მატჩი ჰოლანდიურ კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე შედგება და ეს იქნება ისტორიაში პირველი შეხვედრა, რომელიც ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართება.

აქამდე გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ფრანკ დე ბურის მოთამაშეებისთვის ეს სპარინგ – მატჩი ფაქტიურად, ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი აქტივობა იქნება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი