Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თორსაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა “აჭარა ტექსტილს” უკავშირდება

20

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ თორსაში კორონავირუსის 8 ახალი და ერთი ძველი შემთხვევა გამოვლინდა. ხობის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო თბილისთან განმარტავენ,რომ ყველა ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი ფოთის ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის” ახლო კლასტერები არიან.

” ყველა დიდი სოფლის, როგორიცაა ხეთა,თორსა, ხამისკური კონტაქტები გაიტესტა.
დღეს გამოვლინდა 8 ახალი შემთხვევა.

უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს”, – აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ხობის მასშტაბით კორონავირუსის 65 აქტიური შემთხვევაა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი