მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და აქციისთვის ემზადება

ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ისევ ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები რჩება. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ თუ ამ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება, დიალოგი მათთვის აზრს კარგავს.

კომპრომისის მიღწევამდე კი ისინი საპროტესტო გამოსვლებისთვის და 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან.

“დემოკრატიული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოწადინებულია, რომ იყოს გონივრული კომპრომისი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. ოღონდ არა ნებისმიერ რამეზე შეთანხმება და თავის მოტყუება და უბრალოდ გადადება ვითარების კიდევ უფრო დამძიმების. ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მინიმალური აუცილებლობა, რომ შანსი იყოს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანის,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button